logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ლევან მოსეშვილმა IATA-სთან UAG აკადემიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვაზე იმსჯელა

ლევან მოსეშვილმა IATA-სთან UAG აკადემიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვაზე იმსჯელა

1794565920

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიისა და IATA-ს შორის რეგიონული სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის,  სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სტანდარტებზე, IATA-ს რეკომენდაციებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

"შეხვედრისას ასევე იმსჯელეს საინფორმაციო და ციფრული მართვის სისტემების დანერგვისა და ეფექტიანი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობებზე.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, IATA-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც UAG აკადემიის განვითარებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის.

UAG აკადემიამ IATA-ს აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და ასოციაციის გლობალური სასწავლო ქსელის წევრი გახდა. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2027 წლის თებერვლის დასაწყისიდან UAG აკადემიაში IATA-ს სასწავლო კურსები დაიწყება. კურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით