logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"საქართველოს რკინიგზა" 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს

"საქართველოს რკინიგზა" 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს

1794390574

"საქართველოს რკინიგზა" ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს.

ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. თავის მხრივ, მგზავრთნაკადის ზრდა მნიშვნელოვანი ხელმშემწყობი ფაქტორი იქნება ქვეყანაში ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

გამოგვყევით