logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა

"სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა

1794394083

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი კერძოდ - 363 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64 992 ლარი შეადგინა.

ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 20 075 ლარით დაჯარიმდა.

გამოგვყევით