logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: 2025 წელს საქართველოს მშპ 16.6%-ით გაიზარდა და ₾108.4 მლრდ შეადგინა

საქსტატი: 2025 წელს საქართველოს მშპ 16.6%-ით გაიზარდა და ₾108.4 მლრდ შეადგინა

1794554700

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

"მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), განათლება (5.8 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7 პროცენტი). 

2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5 პროცენტი), განათლება (16.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8 პროცენტი). კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6 პროცენტი) და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის (3.7 პროცენტი) სექტორებში",-აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით