„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ Downtown Tbilisi-ს პროექტში ლუქს ტიპის სასტუმროს შემოყვანაზე,“-ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ილია წულაიას თქმით, Downtown -ი მშენებლობის ეტაპზე ექვს თვეში გადავა.
"Downtown Tbilisi ესა პროექტი, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის დედაქალაქს მოუხდებოდა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, 62-64 სართულიან შენობაზე, ამას სულ სხვა ტიპის დაგეგმარება სჭირდება. ამ თემაში ჩვენ ჩართული გვყავს ნომერ პირველი არქიტექტურული კომპანია. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს იყოს დამატებითი სილამაზის პროექტი. ეს ადგილი იქნება ახალი სიცოცხლე ქალაქისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ Downtown Tbilisi-ს პროექტს დეტალურად ვამუშავებთ და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება იმდენად მზად, რომ ამ პროექტის მშენებლობა დავიწყოთ,"-განმარტა ილია წულაიამ.
მისივე თქმით მასშტაბური პროექტების განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან უცხოელები.
„ჩვენს პროექტებში სამუშაოების 90%-ში ჩართული არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ სექტორში დაინტერესება დიდია. უფრო მეტი სპეციალისტი ჩნდება როგორც არქიტექტურაში ასევე მშენებლობაში,“-აღნიშნა ილია წულაიამ.