logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველოში ბინის შეძენა მომხმარებლებისთვის კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა" - ილია წულაია

„არქის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, უძრავი ქონების მყიდველებში საქართველოს მოქალაქეების წილი 75%-ია. როგორც ილია წულაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ გაფართოვდეს.

„თუ დღეს ერთ სულ მოსახლეზე მოდის  25 კვადრატული მეტრი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს რიცხვი  32-40 კვ მეტრამდეა. უნდა ითქვას, რომ  ძალიან დადებითი მოვლენაა, როცა უცხოელი ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას, ინვესტიციას ახორციელებს, აქირავებს. ერთის მხრივ ვამბობთ, რომ არ გვინდა უცხოელებმა საქართველოში უძრავი ქონება იყიდონ, მეორე მხრივ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს, ინვესტიციები შემოვიდეს და მყარი ლარის კურსი გვქონდეს,  ეს ყველაფერი ცალ-ცალკე არ მუშაობს,“- აღნიშნა ილია წულაიამ.

მისივე თქმით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი ინვესტორებისთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მიმზიდველი. მათ შორისაა: უნიკალური ადგილმდებარეობა, რასაც სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა ემატება.

„ჩვენი ბაზარი მიმზიდველია უნიკალური მდებარეობით. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, ამას ბოლო წლებში მოყვა სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ტურიზმთან ინტეგრირება. ამან განაპირობა უცხოელების მხრიდან ინტერესი. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ინტერესი ყოველთვის იყო. ბოლო 12-14 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ადგილობრივ მოსახლეობაზე სტაბილურად იყიდება გარკვეული რაოდენობის ბინა. თუმცა, ბოლო წლებში წამოვიდა ინვესტორების ინტერესი. მაგალითად, ჩვენს პროექტში, „გრანდ ავენიუში“ შარშანდელ გაყიდვებთან შედარებით ბინების ფასი წელს  25 -30%-ით გაიზარდა და ჩვენ ამას გასულ წელსვე ვეუბნებოდით მომხმარებლებს, რომ ეს ასე იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ბინა კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაცაა მომხმარებლისთვის. ძალიან დიდი ამონაგებია, როცა შესაძლებელია, წლიურად კონკრეტულ პროექტში 25%-ით გაიზარდოს ფასი.  წელს  1200-ზე მეტმა ადამიანმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა ერთ დღეში გაყიდული ბინებით. ინტერესი არის იმიტომ რომ მომხმარებლებმა იციან, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ამონაგებზე იქნება საუბარი,“-აღნიშნა ილია წულაიამ.

გამოგვყევით