logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომხმარებლებს ვურჩევდი, რომ  ხარისხიან და კარგი რეპუტაციის მქონე დეველოპერებს ენდონ"- ილია წულაია

დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი სამშენებლო კომპანიებში შიდა განვადებების ზრდაში რისკს ვერ ხედავს. როგორც ილია წულაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განმარტა,  შიდა განვადებების სქემა არაერთ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

„ჩვენ არა ვართ შიდა განვადებების გამომგონებლები. ეს მოდელი ჩამოყალიბდა განვითარებულ და განვითარებად უძრავი ქონების ბაზარზე. შიდა განვადებები ესაა სქემა, როცა მოქალაქე თავიდან  მთლიან თანხას არ იხდის და მას შემდეგ, რაც  მშენებლობა დასრულდება და მომხმარებლის  უძრავი ქონების ფასი გაზრდილია, ფარავს თანხას. ამ პერიოდისთვის უკვე შესაძლებელია, მყიდველის მიერ  ჩადებულ კაპიტალთან შედარებით 100%-ზე მეტი ღირებულების იყოს იმ უძრავი ქონების ფასი, რომელშიც თანხა ჩადო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ მომხმარებლებს  და დარწმუნებული ვარ, კიდევ გაგრძელდება ამ სქემით ოპერირება.  ეს ძალიან საინტერესო საინვესტიციო მოდელია და ძალიან ბევრი ქართველი ინვესტორი იყენებს. ასევე, ამ მოდელით მუშაობს დუბაი, სადაც 200 მილიარდის უძრავი ქონება იყიდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე  ომიდან გამომდინარე, შემცირდა გაყიდვები,"-აღნიშნა ილია წულაიამ.

მისივე განმარტებით, შესაძლოა ბინის შიდა განვადებით შეძენისას, მომხმარებლების მცირე ნაწილმა  თანხა ვერ დაფაროს, მაგრამ ეს დეველოპერებს პრობლემას არ უქმნის.

„რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება ვერ გადაიხადოს,. ვიღაცამ გააუქმოს ხელშეკრულება,  ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს უნდა იყოს იმ რეინჯში და ასეცაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომ არანაირ პრობლემას არ უქმნის დეველოპერს. ჩვენთან დაწყებიდან დამთავრებამდე 50%-ით მეტი ღირს უძრავი ქონება. შესაბამისად, 50%-ით გაძვირებულ უძრავ ქონებას თუ გიბრუნებს მომხმარებელი, შენ შესაძლებლობა გაქვს უფრო მარტივად გაყიდო,"-აღნიშნა ილია წულაიამ. 

„არქის“ დამფუძნებელი მომხმარებლებს ურჩევს, რომ შიდა განვადებით ბინის შეძენისას თანხა სანდო სამშენებლო კომპანიაში შეიტანონ.

„ჩემი მთავარი მესიჯი იქნება და მომხმარებლებს ვურჩევდი, რომ  ხარისხიან და კარგი რეპუტაციის მქონე დეველოპერებს ენდონ,“-განმარტა ილია წულაიამ. 

გამოგვყევით