სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 077.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.6 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 874.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 17.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 202.4 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 6.5 პროცენტით).
საქსტატის განმარტებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 327.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.