logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სსფ - სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება

სსფ - სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება

1794656350

სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობისა და რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფა, მათ შორის ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
 
 სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით.
 
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ სექტორის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების არსებობას, არამედ ეფექტიანი ზედამხედველობისა და მათი აღსრულების უზრუნველყოფას.
 
მისიის განცხადებაში ასევე შეფასებულია საქართველოს ფინანსური სექტორის მდგომარეობა. სსფ-ის თანახმად, ქვეყნის საფინანსო სექტორი ჯანსაღია, საბანკო სისტემაში კაპიტალიზაციის, მომგებიანობისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლები მაღალია, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც საყურადღებოდ რჩება. 
 
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება “, - ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.
 
 აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.

გამოგვყევით