თეთრი სიის წარმოების წესში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, იმისთვის რომ კომპანია თეთრ სიაში მოხვდეს, მას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 1 მლნ ლარის ბრუნვა უნდა უფიქსირდებოდეს.
ბოლო წლის განმავლობაში კი ბრუნვა 200 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამასთანავე, თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის კერძო სექტორის წარმომადგენელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს შესრულებული უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება, ბოლო წლის განმავლობაში კი არანაკლებ 5 ხელშეკრულება.
კიდევ ერთი მოთხოვნის თანახმად, მას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული უნდა ქონდეს არანაკლებ სამი ცნობა, მის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ.
ცნობისთვის, თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრია. მასში რეგისტრირებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სხვადასხვა შეღავათითა და გამარტივებული პროცედურებით სარგებლობე