logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ნატა კვაჭანტირაძე: გასული ზაფხული დიდი აქტიურობითა და წარმატებით გამოირჩეოდა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, გასული ზაფხული დიდი აქტიურობითა და წარმატებით გამოირჩეოდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, დღეს ქვეყნის შიგნით ხელმისაწვდომია ყველა სერვისი, რომ ჩამოსულმა სტუმარმა ნებისმიერ რეგიონში ვიზიტი და სანახაობების დათვალიერება შეძლოს.

„რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, გასული 9 თვის მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავი და დადებითია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს მონაცემები უფრო აკუმულირდა ზაფხულის პერიოდის შემდეგ, როცა საქართველოსთვის ტურისტული სეზონია და, შესაბამისად, ქვეყანას უფრო მეტი სტუმარი სტუმრობს. წინ გვაქვს კიდევ პერიოდი, რომელიც წლის ბოლომდე სრულ სურათს მოგვცემს.

ჩვენ ასოციაციის შიგნითაც ვაკეთებთ მოკვლევას და ყოველთვის ვეკითხებით ასოციაციის არსებულ წევრებს, რა პერიოდი გაიარეს, როგორია მათი შედეგიანობის მაჩვენებელი და რამდენად თანხვედრაშია იმ მონაცემებთან, რომლებიც ქვეყნდება.

გასული ზაფხული დიდი აქტიურობითა და წარმატებით გამოირჩეოდა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების ჭრილში. თუმცა გამოწვევები ყოველთვის არსებობს, უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობები არის. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული იმისთვის, რომ ბიზნესმა მუშაობა სრული დატვირთვით შეძლოს და საერთაშორისო პარტნიორებთან სწორი ინფორმაცია გაზიარდეს, რადგანაც ქვეყანა ამ ეტაპზე პოზიციონირებს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

დღეს ქვეყნის შიგნით ხელმისაწვდომია ყველა სერვისი, რომ ჩამოსულმა სტუმარმა ნებისმიერ რეგიონში ვიზიტი შეძლოს და კულტურული მემკვიდრეობის ყველა სანახაობა აითვისოს, რომელიც პროგრამაში აქვს გაწერილი“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

გამოგვყევით