logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

1795173543

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტმა, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 17.1 კმ-იანი საავტომობილო  გზის სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოაქვეყნა მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად.

აღნიშნული მონაკვეთი სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია. პროექტი 17.1 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 4 სატრანსპორტო კვანძისა და 5 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზა იწყება სოფელ ხამისკურში და სრულდება სოფელ ანაკლიაში.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს. ამასთან, დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია შემუშავდა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ. 

საზედამხედველო მომსახურება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის მთავარი მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ძირითად სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირება და ტვირთების შეუფერხებელი გადაზიდვების უზრუნველყოფაა. რაც საქართველოს სატრანსპორტო ქსელს გააძლიერებს და “შუა დერეფნში” მის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. 

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის საზედემხედველო მომსახურების ვადა მშენებლობის დაწყების თარიღიდან 24 თვეა. დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარმოდგენა არაუგვიანეს 2027 წლის 5 იანვრისა შეუძლიათ.

ტენდერის ბმული: 

გამოგვყევით