logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-სა და ITU-ს თანამშრომლობით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული ხედვის ჩამოსაყალიბებლად სამუშაო შეხვედრები გაიმართა

GITA-სა და ITU-ს თანამშრომლობით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული ხედვის ჩამოსაყალიბებლად სამუშაო შეხვედრები გაიმართა

1795166393

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (ITU) თანამშრომლობით, თბილისის ტექნოპარკში  „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული ხედვის“  (სტრატეგიის) დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების მიზანი იყო ეროვნული ხედვის დოკუმენტის პროექტით განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების განხილვა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გაზიარება.  მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების არსებული მდგომარეობის, ინსტიტუციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებისა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სხვადასხვა სექტორს შორის დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საჭიროებებსა და განვითარების პრიორიტეტებზე მორგებული ეროვნული ხედვის (სტრატეგიის) ჩამოსაყალიბებლად.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ეროვნული ხედვის დოკუმენტის შემდგომი დახვეწის პროცესში, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, კერძო სექტორის, აკადემიური და კვლევითი წრეებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

გამოგვყევით