logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

1792144448

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური და ფინანსური საკითხები, სატარიფო პოლიტიკის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და სემეკის სატარიფო რეგულირების პრინციპები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამა (ESPIRE) მსოფლიო ბანკის ინიციატივაა.  პროგრამის მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადებისა და განხორციელების მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე პარალელური ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მოწყობას საქართველოსა და რუმინეთს შორის.

გამოგვყევით