logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა

სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა

1792050670

სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

სააგენტოს ცნობით, ჰაკათონში სტარტაპმა CIRCULOUS გაიმარჯვა და მას სააგენტოსგან ინოვაციური პროექტის განვითარებისთვის 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

"ჰაკათონის მიზანი იყო საქართველოში გარემოს დაცვის სექტორში გამოწვევების გამოვლენა, მათი გადაწყვეტის პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონში 60-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. ფინალში საკონკურსო კომისიამ 19 პროექტი განიხილა. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: Tegeta Green Planet, Westless, ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია (CERMA), Luxon Power, Esco-S, PMCG, Eco-life Consulting Group. მათ რჩეულ გუნდებს სპეციალური
პრიზები გადასცეს. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა კომპანიებისგან შეთავაზებები მიიღეს სამომავლო თანამშრომლობისა და ჰაკათონის დროს შექმნილი პროექტების ტესტირებისა და პრაქტიკაში დანერგვის შესახებ",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით