logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში ლაზერული ეპილაციის სექტორი სწრაფად მზარდია - "ყოველ წელს, დანადგარების გაყიდვები 10%-ით იზრდება"

საქართველოში ლაზერული ეპილაციის სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. იზრდება მაღალტექნოლოგიური დანადგარების იმპორტიორი კომპანიების რაოდენობაც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „პრემიუმ ლაზერის“ დამფუძნებელმა, მაია ხავთასმა განუცხადა, მათ მიერ იმპორტირებული დანადგარების გაყიდვები ყოველწლიურად 10%-ით იმატებს.

„ბოლო წლებში, მომხმარებლის ცნობიერებაც ამაღლდა და დღეს, ადამიანისთვის მხოლოდ ფასი აღარ არის განმსაზღვრელი ფაქტორი. ის უკვე ინტერესდება, რა აპარატით კეთდება პროცედურა, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად თანამედროვე ტექნოლოგიაა და, რა თქმა უნდა, როგორ შედეგს დებს ის. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავმიჯნოთ -  ყველა ლაზერული აპარატი არ ნიშნავს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სისტემას. მნიშვნელოვანია ტალღის სიგრძე, ენერგიის პარამეტრები, გაგრილების სისტემა, პროგრამული მხარდაჭერა, უსაფრთხოების სტანდარტები და მაღალი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ბაზარი სწორედ ამ ტიპის, ანუ მაღალხარისხიანი აპარატებით უკვე გაჯერებულია“, - განმარტა მაია ხავთასმა.

მისივე თქმით, დანადგარის ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია სპეციალისტის პროფესიონალიზმიც. „აქედან გამომდინარე, მუდმივად ვზრუნავთ, რომ აპარატის ჩამოსვლამდე, კადრები გადავამზადოთ და მათი სერტიფიცირება მოვახდინოთ“, - აღნიშნა „პრემიუმ ლაზერის“ დამფუძნებელმა.

მისივე განცხადებით, „პრემიუმ ლაზერი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს და საერთაშორისო ბაზრებიდან ისეთი ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს ფლობს, როგორებიცაა: FDA, CE, ISO, TUV, RoHS, MDL და სხვა.

როგორც „პრემიუმ ლაზერის“ დამფუძნებელი ამბობს, კომპანია ლაზერული აპარატების რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებს. მათ შორის, აპარატები სხვადასხვა დროს გაუყიდია იტალიაში, აშშ-ში და სხვა ბაზრებზე.

გამოგვყევით