CNBC-ის ცნობით, Nike-ის აქციები ეცემა, კომპანიამ მოსალოდნელზე დაბალი გაყიდვები დააფიქსირა და მომავალი წლიდან თანამშრომლების შემცირება დაანონსა.
ხუთშაბათს აქციების ფასი 3%-ით დაეცა. Nike-ის ბრენდის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების ხანგძლივმა კლებამ მოახდინა ,ჩინეთში შემოსავალი 26%-ით შემცირდა.
Nike-ის პირველ კვარტალში შემოსავლებმა $11.2 მილიარდი შეადგინა, რაც მოლოდინზე ნაკლები იყო. Nike-მა $712 მილიონი მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია, შემოსავალი 4%-ით, $11.21 მილიარდამდე შემცირდა.
Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიოტ ჰილმა ანალიტიკოსებთან საუბრისას განაცხადა ,რომ კომპანია ბიზნესის გასაუმჯობესებლად, ,,სასწრაფო ზომებს’’ იღებს, გეოგრაფიული რეგიონები იქნება: ამერიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი , ჩინეთი, ევროპა , ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა.
თამთა ცერცვაძე
ფოტო:CNBC