logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

1791454436

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით გაუარესდა ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) მაჩვენებლები.

“კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2025 წლის მაჩვენებლების გაუარესება 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მიჩნეულ იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად, რის გამოც, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრა",-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით