logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"იანვარ-აგვისტოში საქართველოში $3.8 მლნ-ის ღირებულების იახტები შემოვიდა" - "საქსტატი"

"საქსტატის" ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3.8 მლნ დოლარის ღირებულების იახტებისა და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი განხორციელდა. ყველაზე დიდი რაოდენობის იახტები ივნისსა და ივლისში შემოვიდა. 

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს. 1.4 მლნ  დოლარის ღირებულების იახტები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა. 763.4 ათასი დოლარის ღირებულების მექსიკიდან, ხოლო 322 ათასი დოლარის თურქეთიდან.

სხვა იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

ჩინეთი 321. 2 ათასი დოლარი 

რუმინეთი 314. 2  დოლარი

კანადა 199.3 ათასი დოლარი 

ნიდერლანდები 160.5 დოლარი 

ამასთან, 2026 წლის რვა თვეში ქვეყნიდან 730 ათასამდე დოლარის ღირებულების იახტების ექსპორტი განხორციელდა.

იახტები ექსპორტზე ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში გავიდა.

გამოგვყევით