საქართველოს საპენსიო ფონდის ცნობით, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 778 ათასი ადამიანია.
ფონდის ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით 37,010 -მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 193,554,407.22 ლარი გაიცა.
როგორც საქართველოს საპენსიო ფონდში აღნიშნავენ, სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.