logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Starbucks-ი მსოფლიოს მასშტაბით 250 ფილიალის დახურვას გეგმავს - CNN

Starbucks-ი მსოფლიოს მასშტაბით 250 ფილიალის დახურვას გეგმავს - CNN

1790610840

Starbucks-ი უახლოეს დღეებში 250 ფილიალის დახურვას გეგმავს.

CNN-ის ცნობით, კომპანია დახურვებთან დაკავშირებით დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ხარჯს გაიღებს. აქედან 200 მილიონი დოლარი იჯარების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გადახდას მოხმარდება. აღნიშნული დახურვები Starbucks-ის ჩრდილოეთ ამერიკის ქსელის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, რეგიონში კი კომპანიას დაახლოებით 18 000 ლოკაცია აქვს.

კომპანიის განცხადებით, დახურვას ის ობიექტები დაექვემდებარება, რომლებიც მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის სათანადო გამოცდილებას ვერ უზრუნველყოფენ ან ფინანსურად აღარ არის მომგებიანი.

დასახური ფილიალების სია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. მომხმარებლები ინფორმაციას შაბათ-კვირიდან იხილავენ, ხოლო ცვლილებები Starbucks-ის აპლიკაციაშიც აისახება.

აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ნიკოლმა მსგავსი მასშტაბის დახურვები ერთი წლის წინაც გამოაცხადა, რასაც კორპორაციული თანამშრომლების შემცირება და 1 მილიარდი დოლარის რესტრუქტურიზაციის გეგმა მოჰყვა.

ცნობისთვის, Starbucks-ი მსოფლიოში უმსხვილესი ყავის სახლების ქსელი და ამერიკული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც  1971 წელს, აშშ-ში, ქალაქ სიეტლში (ვაშინგტონის შტატი) დაფუძნდა.  

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით