logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2025 წელს ტურისტული ვიზიტების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა" - პრემიერი

"2025 წელს ტურისტული ვიზიტების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა" - პრემიერი

1791361726

ტურიზმის სფეროში გვქონდა ზრდის ტენდენცია გასული 2 წლის განმავლობაშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2025 წელს საქართველოში 7.8 მლნ მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც იყო ზრდა 5.9% წინა წელთან შედარებით. 

„ასევე ტურისტული ვიზიტების მიმართულებით გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და შემოსავლების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი. 4.7 მლრდ დოლარი შემოსავალი მიიღო გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან, რაც არის 6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით