logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სრული თანხვედრა გვაქვს IMF-ის პროგნოზებთან" - ლაშა ხუციშვილი

"სრული თანხვედრა გვაქვს IMF-ის პროგნოზებთან" - ლაშა ხუციშვილი

1795422420

როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით, ჩვენ სახეზე გვაქვს სრული თანხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებებთან, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას დამთავრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში და საკმაოდ პოზიტიური შეფასებები გაკეთდა საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით.

„პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის პარამეტრი, რაზედაც ჩვენ საუბარი გვქონდა მუდმივად როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე ფისკალური პარამეტრების კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადასტურდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც ზრდის, ისე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით ჩვენ სახეზე გვაქვს სრული თანხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებთან და პროგნოზებთან. ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სხვადასხვა ფორმატში. მომდევნო წელს იგეგმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კიდევ ერთი მისიის ვიზიტი. ეს იქნება უკვე მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, სადაც საშუალება იქნება, რომ უფრო დეტალურად იქნეს მიმოხილული საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია და სამომავლო პროგნოზები“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არამედ სხვა საფინანსო ინსტიტუტებთანაც სრული თანხვედრა აქვს იმ პროგნოზებთან მიმართებით, რაც უშუალოდ ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება.

გამოგვყევით