logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

CARFAX-ის ანალოგი ქართული აპლიკაცია ფართოვდება - "ახალ სერვისებს ვამატებთ"

CARFAX-ის ანალოგი ქართული აპლიკაცია JAVIC ფართოვდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ JAVIC-ის დამფუძნებელმა, ვატო ფაჩულიამ განუცხადა, უახლოეს დღეებში, სტარტაპს ახალი სერვისები დაემატება, რომლებიც უკვე არსებული სერვისების მსგავსად, ავტომობილების მოვლასთან იქნება დაკავშირებული.

„ახალი სერვისების დამატების გადაწყვეტილება მომხმარებლების მხრიდან არსებული მაღალი მოთხოვნის საფუძველზე მივიღეთ. რამდენიმე დღეა, რაც აქტიური მარკეტინგული კამპანია დავიწყეთ და მხოლოდ ბოლო 3 დღის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, დაახლოებით, 450 ახალი მომხმარებელი გვყავს, რაც ძალიან კარგი შედეგია“, - განმარტა ვატო ფაჩულიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, CARFAX-ის ანალოგი ქართული აპლიკაციით ჯამში, უკვე 1500-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

როგორც JAVIC-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, აპლიკაციის შემდგომი დახვეწისა და განვითარების მიზნით, JAVIC ახალი ინვესტიციების მოზიდვის საკითხზეც აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, ქართული აპლიკაცია, სახელწოდებით - JAVIC ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდა და დღეისათვის, მომხმარებელს ამ აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია ამერიკული CARFAX შეიძინოს, ასევე, VIN კოდით ავტომობილის მდგომარეობა, ისტორია და ფოტოები ნახოს. გარდა ამისა, აპლიკაციაში ინტერაქციული რუკაა ჩაშენებული, მათ შორის, 24-საათიანი ავტოსერვისების, ბენზინგასამართი სადგურების, საწვავის ფასების შესახებ და სხვა…

გამოგვყევით