logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

1790771301

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის  ვებგვერდზე გამოქვეყნდა სემეკის თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას სტატია — „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელი ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით“.

სტატიაში განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელი და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აქცენტირებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამდონიანი მოდელის უპირატესობები, რომელიც ერთიანებს კონკურენტულ ბაზარს, ტრანსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მექანიზმებს ერთიან სისტემაში.

“მოდელის მიხედვით ზაფხულში ექსპორტირებული ენერგია ზამთარში ბრუნდება ელექტროენერგიის (ან სხვა სახით) სახით და ამცირებს საქართველოს სეზონურ დეფიციტს. მისი  საბოლოო მიზანია სამი ამოცანის ერთდროულად შესრულება: ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა კონკურენტული ბაზრის მეშვეობით; რეგიონულ ბაზრებთან ინტეგრაციის გაღრმავება; ზამთრის დეფიციტისა და ენერგეტიკული რისკების შემცირება. ამრიგად, წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი გარდაქმნის ზაფხულის პროფიციტულ ელექტროენერგიას არა მხოლოდ კომერციულ პროდუქტად, არამედ ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიულ რესურსად და აერთიანებს SPOT ვაჭრობას, Seasonal Energy Swap-სა და სტრატეგიული NTC-ის მართვას ერთიან საბაზრო არქიტექტურაში”, - აღნიშნულია სტატიაში

გარდა ამისა, ავტორი ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების, ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.

🔗 სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს:

გამოგვყევით