logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო

1790769214

საქართველოს ბანკმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - DataIQ Awards-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში Most Innovative Use of AI. ჯილდო ბანკის მიერ შექმნილ Agent orchestrator -ს გადაეცა.

საქართველოს ბანკის Agent orchestrator აგენტების სისტემაა, რომელიც პროგრამული დეველოპმენტის გუნდების წევრის როლში მუშაობს. მას შეუძლია დავალების მიღებიდან საბოლოო შედეგამდე თავად მოიპოვოს საჭირო კონტექსტი, დაგეგმოს სამუშაო, დაწეროს და დატესტოს კოდი და წარადგინოს ის განხილვისთვის. ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპს თანამშრომელი აკონტროლებს და წარმოებაში კოდის გაშვებამდე საბოლოო გადაწყვეტილებას დეველოპერი იღებს.

Agent orchestrator საქართველოს ბანკის IT გუნდმა შექმნა და ის უკვე რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენება. სისტემა რამდენიმე AI მოდელს აერთიანებს და ბანკის საკუთარი კოდის ბაზაზე შექმნილ ტექნიკურ ცოდნას იყენებს. მისი ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ტრადიციულ AI coding assistant-ებთან შედარებით ისაა, რომ თანამშრომლის მუდმივი მითითებების ნაცვლად, Agent orchestrator იღებს კონკრეტულ დავალებას და მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ შედეგს წარადგენს.

„AI-ის გამოყენებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიის შესაძლებლობების დემონსტრირება, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება მან რეალურად შეცვალოს სამუშაო პროცესი. Agent orchestrator სწორედ ასეთი მიდგომის მაგალითია - სისტემას ვაძლევთ ამოცანას, ის თავად გადის სამუშაოს ძირითად ეტაპებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებასა და ხარისხის კონტროლში ადამიანს ცენტრალური როლი რჩება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დეველოპერებმა მეტი დრო დაუთმონ იმ ამოცანებს, სადაც გამოცდილება, კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, — აცხადებს ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის IT დირექტორი.

DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.

გამოგვყევით