logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Trump Tower Tbilisi-ს სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება

Trump Tower Tbilisi-ს სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება. როგორც INVIA-ს  დამფუძნებელმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, ამ ეტაპზე პროექტირების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, უკვე დაწყებულია ბინების ჯავშნების მიღება.

"The Trump Organization-ის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა რომ ხმაურიანი იქნებოდა, ამას ველოდით. ბრენდი ძალიან  მნიშვნელოვანი და წარმატებულია. აუცილებლად აღსანიშნავია, ერიკ ტრამპის კეთილგანწყობა ქვეყნის მიმართ. ეს არის ძალიან წარმატებული ბრენდი. როდესაც “ტრამპ თაუერ ნიუ-იორკი” აშენდა, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროექტი იმ დროისთვის, უძრავი ქონების ინდუსტრიაში.  შესაბამისად, როდესაც The Trump Organization-ი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი, თავისი ბრენდით - ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი, საქართველო და თბილისი არის ადგილი, სადაც ასეთი პროექტები შეიძლება განახორციელო. ასეთ პროექტებს მოჰყავს აბსოლუტურად ახალი აუდიტორია. ამას ჩვენ თავზე ვგრძნობთ.  ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პროექტირებაზე ცნობილ არქიტექტურულ გუნდთან,”-აღნიშნა ლევან ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ასეთ მასშტაბურ ბრენდს ქვეყანაში მოჰყავს თავისი აუდიტორია.  ინვესტორები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აქამდე დაკვირვების რეჟიმში იყვნენ.

“ბრენდს მოჰყავს თავისი მომხმარებელი და ქმნის ახალ ეკოსისტემას. მითუმეტეს 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი  იქნება Downtown Tbilisi-ის ტერიტორიაზე.  Downtown-ის  ეკოსისტემა, რომელიც  8 ჰექტარზე იქნება განთავსებული,  შექმნის სრულიად ახალ კონცეფციას, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიტანს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში. ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს,"-აღნიშნა ლევან ფხაკაძემ. 

ცნობისთვის, 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტი The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო პროექტის ინვესტორები არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.

გამოგვყევით