logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ყოფილი "მაუდის ქარხნის" ტერიტორიაზე  სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დაიწყება - ლევან ფხაკაძე

დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე  სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დაიწყება.

როგორც INVIA-ს დამფუძნებელმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, პროექტი  მშენებლობის დაწყებიდან 4-5 წელში დასრულდება. მისივე განმარტებით, ტერიტორია კომპანიის საკუთრებაში სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა.

“ძალიან დიდი სურვილი გვქონდა მაუდის ქარხნის  ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებით. სულ ახლახან გადმოვიდა ეს სივრცე ჩვენს საკუთრებაში. “ბიოგრაფს” ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, მაგრამ ამ ტერიტორიაზე შევქმნათ სრულიად განსხვავებული ეკოსისტემას.  სავაჭრო სივრცეებით, ბიზნეს ცენტრებით, უნიკალური რეკრეაციით. თითოეული ადამიანი ვინც ამ პროექტში იცხოვრებს, ან ესტუმრება, იგრძნობს თავს დაფასებულად. ძალიან ძლიერი არქიტექტურული კომპანიაა ჩართული, რომელსაც მალე განვაცხადებთ. ეს კომპანია ახლა პროექტის გეგმარებაზე მუშაობს,"-აღნიშნა ლევან ფხაკაძემ. 

გამოგვყევით