პარლამენტმა ქონების გადასახადის ₾40 000-იანი ზღვრის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი.
კანონპროექტით უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.