8 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ევროპულ ქვეყნებში 543.2 მლნ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 505 მლნ დოლარი იყო. ზრდა 8%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ევროკავშირიდან 3.1 მლრდ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით მცირედით არის გაუმჯობესებული.
ევროპული ქვეყნებიდან, საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით პროდუქტი გერმანიიდან და იტალიიდან შემოვიდა.(გერმანია 762.3 მლნ დოლარი, იტალია - 294.2 მლნ დოლარი) ექსპორტის დიდი ნაწილი კი ლიეტუვასა და იტალიაზე მოდიოდა. (ლიეტუვა - 69.7 მლნ დოლარი, იტალია - 52.1 მლნ დოლარი)
ევროკავშირში პროდუქციის ძირითადი ნაწილის გადაზიდვა საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით განხორციელდა.