ჭკვიანი ბეჭედი უკვე საქართველოშია და მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სწრაფი გადახდებითა და სერვისებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამისთვის კი საჭიროა CNICK-ის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
კომპანიის თანადამფუძნებელი დავით კვიოციანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადახდების შესრულება საქართველოს ბანკის მასტერქარდითაა შესაძლებელი.
"აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორი ბანკების სიის გაფაროებაზე, რადგან მოთხოვნა და ინტერესი ძალიან დიდია საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ბეჭედი რამდენიმე დიზაინითაა წარმოდგენილი, ფუნქციურად კი 2 სახისაა. GEN2, რომელსაც აქვს საგადახდო და ტესლას გასაღების ფუნქცია, რომელსაც დატენვა არ ესაჭიროება და ახლახან დაემატებული GEN3, რომელსაც აღნიშნული ფუნქციების გარდა აქვს ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციები და ამისთვის საჭიროებს დამუხტვას. მას შეუძლია აკონტროლოს ძილის რეჟიმი, გულისცემა, საურაცია, ნაბიჯების რაოდენობა და ა.შ."-აღნიშნავს დავით კვიციანი.
ცნობისთვის, ჭკვიანი ბეჭედი აქამდე საგადახდო სისტემით აქტიური იყო ევროპის თითქმის ყველა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.