უძრავი ქონების სააგენტო „ბაიას ჰოუმსის“ (Baia's Homes) დამფუძნებლისა და დირექტორის ბაია ტუგულაშვილის განცხადებით, დედაქალაქში უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინტერესება დიდია.
როგორც ბაია ტუგულაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში აღნიშნა, “თბილისი ძალიან გაფართოვდა და ეს რესურსი ამოუწურავი არ არის”.
“მოლოდინი მაქვს, რომ ისეთი უბნები გაჩნდება, რომელიც დღეს გვგონია, რომ თბილისიდან შორს არის. მაგალითად, ლისის ტერიტიორია, მუხათწყაროს მხარე. რამდენიმე წლის წინ, თუ ეს ლოკაცეიბი საერთოდ არ გვესმოდა, ახლა უკვე ძალიან აქტიურია. ძირითადად დაბალი განაშენიანებ ან კერძო სახლებია. კერძო სახლებზე მოთხოვნა სტანდარტულად მზარდია“,- განაცხადა ბაია ტუგულაშვილმა.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქებზე, მაგალითად რუსთავზე და თუ მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა სურთ, უნდა მოასწრონ.
“თბილისის შემდეგ, ბათუმი არის მეორე ქალაქი. თუმცა ვფიქრობ, როდესაც საინვესტიციოდ უნდა ადამიანს ბათუმში უძრავი ქოების შეძენა, მეტად ფრთხილად უნდა იყოს, უფრო დიდი კონკურენციაა. თბილისთან ახლოს, სადაც ჯერ კიდევ ადეკვატური ფასია და უნდა მოასწრონ ადამიანებმა უძრავი ქონების შესყიდვა, ეს გახლავთ რუსთავი. ასევე, ქუთაისში უკვე გამოჩნდნენ საკმაოდ დიდი დეველოპერული კომპანიები, იგივე არის თელავში. დღეს თელავის ფასი ფაქტორივად, თბილისის ერთ-ერთი უბნის ფასს უტოლდება. ჩვენი დედაქალაქის რესურსი ამოწურვადია. მგონია, რომ სადღაც აუცილებლად გაჩერდება ეს ყველაფერი და განვითარდება ის ქალაქები, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია“,-განაცხადა ბაია ტუგულაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ადგილმდებარეობაზე მეტად, დღეს მომხმარებლებისთვის ინფრასტრუქტურა და კომფორტია მნიშვნელოვანი, რადგან მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას დედაქალაქში არსებული საცობი წარმოადგენს.