logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზაფხულში, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების დატვირთულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია" - HSC Group Hospitality

"ზაფხულის სეზონმა ძალიან კარგად და დამაიმედებლად ჩაიარა. გვქონდა შთამბეჭდავი ციფრები," - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა.

"თბილისის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით დატვირთულობა დაახლოებით 90-95%-ის ფარგლებში გვქონდა. ვფიქრობთ, რომ სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და მაღალი სეზონის მაჩვენებლებსა და დატვირთულობას შევინარჩუნებთ.

თბილისის ობიექტის შემთხვევაში რეკორდულ ისტორიულ მაქსიმუმსაც მივაღწიეთ. გახსნიდან დღემდე, 95%-იანი დატვირთულობა არ გვქონია და წელს მივაღწიეთ პიკს, რისთვისაც ვიბრძოდით გახსნიდან მოყოლებული," - ამბობს გიორგი დოლიძე.

მისივე თქმით, ბათუმში დაფიქსირებული მონაცემებიც  ზაფხულის განმავლობაში პიკს აღწევდა.

"ბათუმშიც საკმაოდ მაღალი დატვირთულობა გვქონდა. 795 ნომრიანი აპარტოტელი გავხსენით და ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით იყო პიკური დატვირთულობები და ზოგიერთი დღე უტოლდებოდა 100%-იან ნიშნულს," - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებლები მხოლოდ HSC Group Hospitality-ს შემთხვევაში არ არის. ყველა სასტუმრო, რომელიც კარგი სტანდარტით მუშაობს, ასევე მაღალი მაჩვენებლები აქვთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ფრენების დამატებაც. ამ შედეგებში ეჭვშესატანი არაფერია, რადგან ამ ყველაფერს სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებს. 

გამოგვყევით