მომდევნო კვირებში ახალი მექანიზმები შეემატება ჩვენს კორპორაციას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ესენია: სინდიცირებული სასესხო ინსტრუმენტების კომპონენტი, პირდაპირი სასესხო ინსტრუმენტებისა და პირდაპირი წილობრივი მონაწილეობის კომპონენტი.
„ამ მიმართულებებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, ერთ მიმართულებას კიდევ გამოვყოფთ, რომელზდაც აქტიურად ვიმუშავეთ უკვე - ეს არის საინვესტიციო პროექტების მომზადება, ე.წ „ფიზიბილითი“ (მიზანშეწონილობის) კვლევების მომზადება“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული კვლევების შეთავაზება მოხდება კერძო სექტორისთვის. ბიზნესი კი შეძლებს კონკრეტული პროექტების როგორც დამოუკიდებლად განხორციელებას, ისე თავად კორპორაციასთან თანამშრომლობით.