"გალთ ენდ თაგარტი" ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს. საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, 2026 წლის ბოლომდე მაჩვენებელი 4 მლრდ 900 მილიონ დოლარს მიაღწევს.
"გალთ ენდ თაგარტის" შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მილიონ დოლარს მიაღწია. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი ტურიზმის შემოსავლები 3 მილიარდ 200 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის 2026 წლის ივლისის მიმოხილვაშია საუბარი, 2026 წლის მეორე კვარტალში
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მოსალოდნელზე ნაკლებად, წლიურად 3.8%-
ით, შემცირდა.