Anthropic-ის მკვლევარი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ არსებობს 10%-ზე მეტი შანსი იმისა, ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) „ყველა ადამიანი გაანადგუროს“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
კომპანიის უსაფრთხოების წამყვანი მკვლევარი საზოგადოებას აფრთხილებს - ევან ჰუბინგერმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული მოდელებისგან მომდინარე რისკი „დაბალია“, თუმცა მას აწუხებს ის გარემოება, რომ ტექნოლოგია შესაძლოა მალე იმდენად განვითარდეს და გაუმჯობესდეს, რომ კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე გახდეს.
მას კონკრეტულად არ განუმარტავს, თუ როგორ შეიძლება AI სისტემებმა მომავალში ადამიანების სრული განადგურება გამოიწვიოს თუმცა, მისი კომენტარები AI-ის შესახებ გაკეთებული სულ უფრო მკვეთრი გაფრთხილებების სერიის ნაწილია, სადაც დებატები უკვე იმაზე კი არ მიმდინარეობს, რეალურად არსებობს თუ არა რისკი, არამედ იმაზე — თუ რამდენად დიდია ეს რისკი.
თამარ გაზდელიანი
ფოტო: BBC