logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს TOP 10 ინვესტორი კომპანია – II კვარტალი

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI)  მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

"საქსტატის" მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიების ჩამონათვალი, სადაც  2026 წლის II კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა ასე გამოიყურება:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • შპს ქართული ცემენტი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს აჭარა ტექსტილე
  • შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
  • შპს იგლ ჰილს საქართველო
  • სს ბიჯეო ჯგუფი
  • შპს სოკარ მიდსთრიმ გაზ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

"საქსტატის" ინფორმაციით, საწარმოები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა.

გამოგვყევით