logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ბლექ სი პეტროლიუმი" – ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო

"ბლექ სი პეტროლიუმი" – ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო

1788449489

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ 23 აგვისტოდან ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ინფორმაციით, წარმატებით დაასრულდა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი.

„23 აგვისტოდან შპს "ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი 3 კვირა, როდესაც საწარმო რუსულთან ერთად ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.

30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა — 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.

ამრიგად, ბლექ სი პეტროლიუმის მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა,"– ნათქვამია „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში.

გამოგვყევით