2026 წლის სექტემბერში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 31%-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი კი 499 ლარი იყო. ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებმა 14%, ხოლო არარეზიდენტებმა 86 % დაიკავეს.
"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, გასულ თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 33%-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 645 ლარს გაუტოლდა .
2026 წლის სექტემბერში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 22 პროცენტით გაიზარდა. როგორც საინვესტიციო ბანკის პუბლიკაციაშია აღნიშნული, გასულ თვეში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ დანახარჯებში 26% სურსათზე, ხოლო 16% რესტორნებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა.