კომპანია “ბადაგის” პროდუქცია ძვირდება. როგორც "ბადაგის" დამფუძნებელმა ვახტანგ ყაჯრიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, “ბადაგის” მიერ წარმოებული ნატურალური ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის ფასი დაახლოებით 5-10%-ით მოიმატებს.
“ვფიქრობთ, რომ პროდუქტის ღირებულება 10%-ით მოიმატებს, რადგან ხელფასები ყოველ წელს იზრდება. “ბადაგს” 3 წელია, პროდუქტი არ გაუძვირებია. ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა დიდი ხნის გამოცდილებაა”,-განაცხადა ვახტანგ ყაჯრიშვილმა.
მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები წელს დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.
“გაყიდვები 20%-ით გაზრდილია. ჩვენი მომხმარებლები არიან, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები, რაც ვფიქრობთ, ხალხის რაოდენობის ზრდამ განაპირობა. ექსპორტს არ ვგეგმავ, რადგან წარმოება არ მყოფნის. გამოწვევა კვალიფიციური მუშახელის დეციტია. ამჟამად კომპანიაში 220 ადამიანი მუშაობს”,-განაცხადა ვახტანგ ყაჯრიშვილმა.
ცნობისთვის, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი" 11 წელია ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიას ამჟამად 9 მაღაზია-სტენდი აქვს, აქედან ერთი ბათუმში და თელავში. ამასთან, „ბადაგის“ წარმოებული ტკბილეული იყიდება სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში.