Reuters-ის ცნობით ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. მიმდინარე წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბრიუსელში დაფუძნებული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, Transport & Environment-ის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 1.64 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 45%-იანი ზრდაა.
ანგარიშის თანახმად, ელექტრომობილების წილმა ამ პერიოდში ბაზრის 22% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 6%-ით მეტია. ევროპელი ავტომწარმოებლები ელექტრომობილების შეთავაზების მხრივ დომინირებენ და ბაზარზე ხელმისაწვდომი მოდელების თითქმის 60%-ს ფლობენ. მათ 2026 წლის პირველ ნახევარში არჩევანს კიდევ 16 მოდელი დაამატეს. ჩინურ ავტომწარმოებლებს კი ხელმისაწვდომი მოდელების 21% უკავიათ და წლის პირველ ნახევარში 11 ახალი მოდელი წარადგინეს.
თამთა ცერცვაძე
ფოტო:Reuters