logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ინოვაციური კომპანიის სტატუსი კიდევ ორ კომპანიას მიენიჭა

ინოვაციური კომპანიის სტატუსი კიდევ ორ კომპანიას მიენიჭა. მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, ამ სტატუსის მფლობელები  "ბლოქბერგ კაპიტალი" და Skillwill-ი  გახდნენ. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ კომპანიებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ერთი წლის ვადით მიენიჭათ.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს, რაც ამცირებს ფინანსურ ტვირთს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. მხარდამჭერი მექანიზმი აძლევს მათ შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ პროდუქტის განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.

ცნობისთვის,  საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი 2025 წელს განისაზღვრა. 

გამოგვყევით