logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Carlsberg-ი საქართველოსა და სომხეთში PepsiCo-ს მწარმოებელ კომპანიას ყიდულობს

Carlsberg-ი საქართველოსა და სომხეთში PepsiCo-ს მწარმოებელ კომპანიას ყიდულობს

1791286620

დანიური ლუდის მწარმოებელი კომპანია Carlsberg-ი  აცხადებს, რომ მან შეთანხმებას მიაღწია საქართველოში და სომხეთში PepsiCo-ს ჩამომსხმელი კომპანიების შეძენაზე. ამ ნაბიჯით კომპანია აშშ-ის გიგანტთან პარტნიორობას აფართოებს და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გარიგების ღირებულება არ საჯაროვდება. აღნიშნული შეთანხმებით Carlsberg-სა და PepsiCo-ს შორის ჩამომსხმელთა პარტნიორობა უკვე 17 ბაზარს მოიცავს.

შეთანხმების ფარგლებში, Carlsberg-ი კომპანია Revery-სგან საქართველოსა და სომხეთში მდებარე საწარმოებს — Iberia Refreshments-სა და JI Pepsi Cola Bottler Armenia-ს იყიდის. ის სრულად ჩაიბარებს PepsiCo-ს უალკოჰოლო სასმელების წარმოებას, გაყიდვებსა და დისტრიბუციას ორივე ქვეყანაში.

კომპანიის განცხადებით, ეს ორი ბიზნესი აზერბაიჯანთან ერთად სამხრეთ კავკასიის კლასტერს შექმნის, რაც რეგიონში პროდუქციის ფართო პორტფელის განვითარების მყარ პლატფორმას უზრუნველყოფს.

„ინვესტორებისთვის მთავარი ღირებულება არა თავად ეს ორი ბაზარია, არამედ სიგნალი იმისა, რომ Carlsberg-სა და PepsiCo-ს შორის ურთიერთობა სულ უფრო მჭიდროვდება“, — აღნიშნავს Jyske Bank-ის ანალიტიკტორი ჰაიდერ ანჯუმი.

მისი თქმით, ეს გარიგებები უახლოეს პერიოდში კომპანიის შემოსავლებზე ან მოგებაზე არსებით გავლენას არ იქონიებს, თუმცა PepsiCo-სთან უფრო მჭიდრო კავშირები შესაძლოა ფართო თანამშრომლობისა და ახალ ბაზრებზე წვდომის წინაპირობა გახდეს.

გამოგვყევით