logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

საქართველოში საწვავის ძირითადი ნაწილი ბულგარეთიდან შემოვიდა

საქართველოში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკაში რუსეთი პოზიციებს კარგავს. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში,  2026 წლის სექტემბერში ბენზინი და დიზელი 9 ქვეყნიდან შემოვიდა.

ყველაზე დიდი მოცულობის - 45 000 ტონაზე მეტი საწვავის იმპორტი ბულგარეთიდან განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი აზერბაიჯანი. რაც შეეხება რუსეთს, გასულ თვეში რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 6 600 ტონა საწვავი შემოვიდა. ეს მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 85%-ით ნაკლებია.

2025 წლის სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 43 600 ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. ამ მონაცემით, რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი საწვავის იმპორტიორი იყო, 32 პროცენტიანი წილით. რაც შეეხება გასული თვის საწვავის იმპორტის სრულ სტატისტიკას. 

2026 წლის სექტემბერი: ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 

ბულგარეთი - 45,6 ათასი ტონა -32,9%

თურქეთი - 18,1 ათასი ტონა - 13,1%

აზერბაიჯანი - 17,7 ათასი ტონა -12,8%

კვიპროსი - 13,9 ათასი ტონა -8,2%

რუმინეთი - 11,4 ათასი ტონა - 8,2%

თურქმენეთი - 8,3 ათასი ტონა  - 4,8%

რუსეთი 6,6 ათასი ტონა - 4,8%

იტალია 5,4 ათასი ტონა -3,9%

გამოგვყევით