logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში] ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ - ლევან ვეფხვაძე

სებ-ის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში] ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ - ლევან ვეფხვაძე

1792138200

ეროვნული ბანკის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში] მე ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების.

მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.

ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.

საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გამოგვყევით