logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

Construction Service საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

Construction Service-სთვის ეს გარდამავალი წელია, კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი გაბუნიამ კომპანიის გეგმებსა და მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ამჟამად რამდენიმე მსხვილ პროექტზე მუშაობს, მათ შორის თბილისის მერიის 18-მეტრიანი ავტობუსების ავტოპარკისა და ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტებზე. პარალელურად, კომპანია ექსპორტის მიმართულებითაც გაფართოვდა და იტალიის, ავსტრალიისა და კანადის ბაზრებზე გავიდა.

"ეს გარდამავალი წელია ჩვენი კომპანიისთვის. ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მივიღეთ, ექსპორტის მიმართულებით გავედით იტალიაში, ავსტრალიასა და კანადაში. ამჟამად ვმუშაობთ ფლორიდის პროექტზე, იტალიაში ხიდის ტენდერზე კი გადაწყვეტილებას ველოდებით. იმედით შევყურებ მომავალს.“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი და მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები ამ შესაძლებლობებისთვის მზად იყვნენ.

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია  Construction Service ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. 

კომპანიის მფლობელობაშია 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და სამონტაჟო ტექნიკა, ორი ლითონისა და რკიბა-ბეტონის კონსტრუქციების საწარმო. 

გამოგვყევით