იმედი გვაქვს, რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უფრო ღრმად ჩაიხედებიან ამ საკითხში და სწორად შეაფასებენ იმ ყველაფერს, რაც ხდება: ერთი, რომ - ფაქტებზე დაფუძნების გარეშე წაგვიყენეს პოზიცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე - პირდაპირ უპირისპირდება ასეთი აქტი თვითონ რუსეთის ინტერესებსაც, არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითის“ ხელი ურევია ამ ყველაფერში, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა.
„როდესაც კონკრეტული საშუალო რგოლის ბიუროკრატები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, აქ, რა თქმა უნდა, ეჭვებს აქვს საფუძველი, თუმცა თუ ეს გაუგებრობაა, ამ შემთხვევაში, ვნახავთ, ძალიან მალე მოიხსნება და „დიფ სთეითის“ საკითხი გაიწევა გვერდით. ამ ყველაფერში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა. მარტივად გაირკვევა. ასევე, მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და, საბოლოო ჯამში, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თვითონ რუსეთის ინტერესებსაც,“- აღნიშნა პრემიერმა.