მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან დარსალიას განცხადებით, წელს, გუდაურში ვიზიტორებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება.
"უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. აღნიშნული დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დაეხმარება. წელს, გუდაურში ვიზიტორებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება. ასევე, ველით სულ მალე მოძრავი ხალიჩის სამუშაოების დაწყებას, პარალელურად ეწყობა ორი ახალი სასრიალო ტრასა და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად“,- განაცხადა ლევან დარსალიამ.