logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 3-4 ოქტომბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი "ლოვენბრაუ" მასპინძლობდა

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 3-4 ოქტომბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი "ლოვენბრაუ" მასპინძლობდა

1791533520

3-4 ოქტომბერს, „ცეხში“ თბილისის ოქტობერფესტი მოეწყო. მიუნხენური ფესტივალის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუმ“ შექმნა.

ფესტივალი 3 ოქტომბერს ლუდის კასრის საზეიმო გახსნით დაიწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ლუდთან ერთად  საფესტივალო გარემო, მრავალფეროვანი გერმანული კერძები, სახალისო აქტივობები და ცოცხალი მუსიკა დახვდა.  სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო თამაშებსა  და აქტივობებში. საღამოს კი მუსიკალურ განწყობა „The Skittles Band“-მა  და „შერეკილებმა“ ცოცხალი შესრულებით შექმნეს. 4 ოქტომბერს ფესტივალის მუსიკალური პროგრამა DJ Alfredа Stieglitz-მა დაიწყო და DJ Jackie-მ დაასრულა.  

„ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოშიც ვცდილობთ, განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია. სწორედ ამას ემსახურება ფესტივალიც. და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს" გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია,“  - აღნიშნა „ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ოქტობერფესტი 200-წლიანი გერმანული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. ფესტივალზე  ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება. ოქტობერფესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.  „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.

გამოგვყევით