logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბოლო პერიოდში დაწყებული პროცესები იმედის საფუძველს აჩენს" - გიორგი გაბუნია ფასთა ინდექსაციაზე

"ბოლო პერიოდში დაწყებული პროცესები იმედის საფუძველს აჩენს და იგრძნობა, რომ ცვლილებები ხდება" - ამის შესახებ  „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „ქონსთრაქშენ სერვისის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ფასების ინდექსაციისა და საერთაშორისო ტენდერებში ქართული, ადგილობრივი კომპონენტის დამატების საკითხები.

„თუნდაც ფასის ინდექსაციის საკითხი, თუნდაც საერთაშორისო ტენდერებში ქართული, ადგილობრივი კომპონენტის დამატება და სხვა. ეს ყველაფერი იმედის ნაპერწკალს აჩენს რომ იქნება ცვლილებები, შეცდომებთან ერთად, თუმცა ეს ცოცხალი პროცესია“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული და ბაზარზე არსებული ვითარება მუდმივად მართოს.

"სახელმწიფო მუდმივად უნდა ერეოდეს და ცოცხლად მართავდეს ამ პროცესებს, რომ ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, რაც შეიძლება ბაზარზე განვითარდეს, ეს პროცესი სწორად იყოს მართული. ბევრი კომპანია ფორმალურად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ასეთი კომპანიები დროდადრო უნდა იცვლებოდნენ ბაზრიდან. თვითონ პროცესი კი პოზიტიურია ამ ცვლილებების", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე ისაუბრა ინდექსაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ახალი წესის გავლენას კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე ამ ეტაპზე აფასებენ.

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ცვლილება ინდექსაციაში და ორი დღეა ვცდილობთ, პოზიტივი დავინახოთ და გავიგოთ, როგორ, რა და რამდენად ეხება ეს ჩვენს შესრულებულ პროექტებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ინდექსაცია სრული მასშტაბით 2027 წლის პირველი იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდება.

გამოგვყევით